(არაოფიციალური თარგმანი)
საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ბოლო დროის ვიზიტის საფუძველზე, იაპონიის საელჩო საქართველოში აცხადებს შემდეგს:
ჩვენ შეშფოთებით ვუყურებთ ამჟამინდელი მდგომარეობის ფიქსაციის მცდელობას, კერძოდ, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების გავლებით, მიწაყრილების მოწყობითა და სხვა ქმედებებით.
სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოება, კონფლიქტის ყველა მხარესთან ერთად, მუშაობას აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.
იაპონია მტკიცედ უჭერს მხარს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ფიქრობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ხელშემშლელი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
* * * * * * * *